არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუბრუნა
არჩილ თალაკვაძე: C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამამ, რომელსაც საქართველო ახორციელებს, 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნების შესაძლებლობა დაუბრუნა
14:55 07.03.2018
პარლამენტის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურ პროგრამას ახორციელებს, რომელმაც საქართველოში 200 000-ზე მეტ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.
მისივე თქმით, დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა.
„C ჰეპატიტის პროგრამა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა. განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია და ჰარვონის რეჟიმზე 98.2% აღწევს.

C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და ხელმისაწვდომობის გაზრდა უნდა გაგრძელდეს, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ბარიერები, გაიზარდოს სკრინინგის მაჩვენებლები და ყველა პოტენციური პაციენტი ჩაერთოს პროგრამაში.

მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, კომპანია „გილეადს“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსს და სხვა პარტნიორებს ამ პროგრამის მხარდაჭერისთვის“- განაცხადა თალაკვაძემ.

ბეჭდვა