„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე დღეს კასპის რაიონში დემეტრაშვილების ოჯახს ესტურმა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, დემეტრაშვილები ქართულ თაფლს აწარმოებენ, თუმცა, ოჯახი პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახდენს.
მათი ინფორმაციით, მეფუტკრეებს ქართული თაფლი ექსპორტზე ვერ გააქვთ, რადგან საქართველოში თაფლის ხარისხის კონტროლი არ ხდება, რადგან შესაბამისი ლაბორატორია არ არსებობს, რომელიც პროტუქტის ხარისხის სერტიფიკატს მიანიჭებს.
„იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრას, აუცილებელია, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ორი ლაბორატორია მაინც ფუნქციონირებდეს, რომელიც შესაბამისი სახის სერტიფიკატს გასცემს, რაც ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზარზე გატანას განაპირობებს“ -განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებისგან ლაბორატორიების გახსნას მოითხოვენ.
