თბილისის კამერულ ორკესტრს ახალი ინსტრუმენტები გადაეცა
თბილისის კამერულ ორკესტრს ახალი ინსტრუმენტები გადაეცა
17:41 27.02.2012
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ თბილისის კამერულ ორკესტრ "საქართველოს სინფონიეტას" ახალი ინსტრუმენტები გადასცა.
ორკესტრს 9 ვიოლინო, 3 ალტი, 1 ვიოლა, 1 გამბა და ჩელო შეემატა.
"საქართველოს სინფონიეტა" პირველი კოლექტივია ამიერკავკასიაში, რომელიც ბაროკოს დროინდელი საკრავებით აღიჭურვა. ქართველი მუსიკოსები ამ ჟღერადობით ბახის, ჰენდელის, სკარლატის, ვივალდის და მონტევერდის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
კამერულ ორკესტრს საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელმა გერმანული წარმოების რამდენიმე ბლოკ-ფლეიტა და მუსიკალური საზოგადოების სანოტო ბიბლიოთეკაც გადასცა.

ბეჭდვა