საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახის განცხადებით,
მუნიციპალიტეტები შეუფერხებლად უნდა საქმიანობდეს.
ირაკლი კობახიძე ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს აფასებს. როგორც მან აღნიშნა, ბორჯომში არჩევნების ჩატარება მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა.
"ჩვენ ბორჯომში ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში გვაქვს ერთადერთი ინტერესი, რომ მოსახლეობის ინტერესები სათანადოდ იყოს დაცული. მუნიციპალიტეტები უნდა საქმიანობდეს შეუფერხებლად და ზუსტად ამ მიზნიდან გამომდინარე დავგეგმავთ ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც დაკავშირებული იქნება ასეთი სახის საკითხებთან. ეს არის თავად მუნიციპალიტეტის პრეროგატივა, მუნიციპალიტეტში როგორც წარიმართება პროცესები იმის მიხედვით შეიძლება სხვადასხვაგვარი განვითარება წარმოვიდგინოთ, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს ხედვას - ხედვა არის ის რომ მთავარია ბორჯომის მოსახლეობის ინტერესები იყოს სათანადოდ დაცული და რეალიზებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
