გიორგი გახარია: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას
გიორგი გახარია: უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას
12:57 06.03.2018
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობას კონკრეტული პრევენციული გეგმა აქვს.
"ვადასტურებ, რომ რამდენიმე ქვეყანაში გარკვეული შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა გაზრდილია, თუმცა აღსანიშნავია, რომ როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენც, გარკვეული რაოდენობით ზრდას ველოდით.
ეს არ არის დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული, ნაწილობრივ გაცხადებული გეგმა, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება. ამ გამოწვევას ყველა ერთად ვუპასუხებთ",- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის განცხადებითვე, უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება დღის წესრიგში არ დგას.

ბეჭდვა