სოფიო ქაცარავამ ნატოს ეროვნული პროგრამის მიმდინარე წლის პრიორიტეტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა
სოფიო ქაცარავამ ნატოს ეროვნული პროგრამის მიმდინარე წლის პრიორიტეტების განხილვაში მიიღო მონაწილეობა
12:40 06.03.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ნატოს წლიური ეროვნული პროგრამის მიმდინარე წლის პრიორიტეტების განხილვაში, სადაც ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე პასუხისმგებელი და ჩართული მხარეები ასევე, ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტები მონაწილეობდნენ.



სამუშაო შეხვედრა თემაზე: „წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, საქართველოს 2018 წლის, წლიური ეროვნული პროგრამის რიგით მე-10 პროექტი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ნატო-ს და წევრი ქვეყნების ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველო ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის 2018 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას დაამტკიცებს, რის შემდეგაც, ქართული მხარე დოკუმენტს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, უკვე ალიანსს წარუდგენს.



სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე, 2018 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და სამიტის მოლოდინებზე.

„ვისაუბრე ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების დინამიკაზე და პარლამენტის როლზე ANP-ის პრიორიტეტების შემუშავებისა და შეფასების პროცესში“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბეჭდვა