არჩილ თალაკვაძე: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდში უკვე მიმდინარეობს
არჩილ თალაკვაძე: საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მმართველ გუნდში უკვე მიმდინარეობს
18:30 05.03.2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი პარტიის შიგნით პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით განხილვა უკვე დაწყებულია.
მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატშიც განიხილება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
"ყველა შესაძლო კანდიდატთან მიმართებით მიმდინარეობს განხილვა. ამიტომ დაველოდოთ სანამ ეს კონსულტაციები გადაინაცვლებს პოლიტსაბჭოს ფორმატში და პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება უკვე ჩვენი პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ქალ კანდიდატებს აქვთ თანაბარი შანსები საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონსულტაციები, რომლებიც უკვე დაწყებულია პარტიის შიგნით, უახლოეს პერიოდში გადაინაცვლებს პოლიტსაბჭოს ფორმატში და იქ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბეჭდვა