კონტროლის პალატა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქველმოქმედო ფონდიდან მისი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას გამოითხოვს.
ამის შესახებ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ ბრიფინგზე განახცადა.
მისი განმარტებით, კონტროლის პალატისთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქველმოქმედო ფონდის არსებობის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიის მეშვეობით გახდა ცნობილი.
იგი აღნიშნავს, რომ კონტროლის პალატა კანონით მონიჭებული მანდატის შესაბამისად, აღნიშნული ფონდის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციას შემდგომი შესწავლის მიზნით მოითხოვს.
