საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სხდომა გაიმართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სხდომა გაიმართა
12:29 05.03.2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი-კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება)" განიხილეს.
დოკუმენტი პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. შეთანხმებას ხელი მიმდინარე 8 წლის 5 იანვარს მოეწერა,ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით და 28 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ასევე, გათვალისწინებულია, ამ სესხთან ერთად, ენგურჰესი 7 მლნ ევროს ოდენობით გრანტს მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსი ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტს მოხმარდება.
დოკუმენტის თანახმად, გათვალისწინებულია სესხის გამოყოფა 15 წლის ვადით, საიდანაც 3,5 წელი შეღავათიანი იქნება. საპროცენტო განაკვეთი კი ცვალებადი და EUღIBOღ-ზე დამოკიდებული.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ გიორგი კაკაურიძეს წინადადებით მიმართა, რათა უახლოეს პერიოდში ერთი საკომიტეტო მოსმენა იმ პროექტების განხორციელების პროცესს მიეძღვნას, რომლის განხილვა და რატიფიცირებაც ბოლო წლების განმავლობაში კომიტეტმა მოახდინა, რაზეც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მზაობა გამოხატა.

ბეჭდვა