ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, ტატუნაშვილის ოჯახს მიეცეს შვილის დატირების საშუალება, ხოლო სახელმწიფოსა და საზოგადოებას მისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა
ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, ტატუნაშვილის ოჯახს მიეცეს შვილის დატირების საშუალება, ხოლო სახელმწიფოსა და საზოგადოებას მისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა
10:50 05.03.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, მთავრობა კვლავ მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე, რათა ოჯახს მისი დატირების საშუალება მიეცა.
მისივე თქმით, ქართული მხარის მიზანს ასევე საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლება წარმოადგენს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული საკითხი, პირველ რიგში, რომ ოჯახს მიეცეს საშუალება შვილის დატირების და ჩვენ ყველას ერთად სახელმწიფოს და საზოგადოებას მისთვის პატივის მიგების შესაძლებლობა. ამ ამოცანების ირგვლის ჩვენ ვმუშაობთ. ამ კომუნიკაციების ნაწილს, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლება“- განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. მისი ცხედრის გადმოცემაზე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს.

ბეჭდვა