დავითაია დებატების დროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრებს
დავითაია დებატების დროს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ისაუბრებს
17:35 27.02.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია პოლიტიკური დებატების დროს ყურადღებას სოციალურ საკითხებზე, დევნილთა პრობლემებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე გაამახვილებს.
მისი განცხადებით, იგი სამ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრებს - სოციალურ საკითხებზე და სიღარიბეზე, დევნილების პრობლემებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
პარლამენტის ვიცე-სპიკერებს პოლიტიკური დებატების დროს გამოსვლებისთვის 10-10 წუთი აქვთ.
პარლამენტში ხვალ პოლიტიკური დებატები პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დაიწყება.

ბეჭდვა