ზაზა გაბუნია: კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე მკაფიოდ ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე
ზაზა გაბუნია: კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე მკაფიოდ ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე
14:49 02.03.2018
პარლამენტის წევრის, ზაზა გაბუნიას თქმით, კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე მკაფიოდ ისაუბრა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები, ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ტრიბუნას გამოიყენებენ იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს რუსული ოკუპაციის სიმძიმე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
„ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე ძალიან პრინციპულად და მკაფიოდ ისაუბრა რუსული ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებზე და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხზე. საქართველოს ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოები ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატსა და ტრიბუნას, იმისთვის რომ მსოფლიომ ძალიან ნათლად დაინახოს რუსული ოკუპაციის სიმძიმე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, დაინახოს რამდენად საზარელი და კაცთამკვლელია საოკუპაციო რეჟიმი და მისი სეპარატისტული საცეცები ოკუპირებულ ტერიტორიებზე“- განაცხადა გაბუნიამ.




ბეჭდვა