საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზალიბერალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გაიმართა
20:56 01.03.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის საქართველოში დელეგაციის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზოდ გადაადგილების პირობების დარღვევისა და თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ და გატარებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე ელჩებს, ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების თაობაზე. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს ამ მიმართულებით,მათ შორის საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით.

ბეჭდვა