პრეზიდენტმა კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეებს მიმართა
პრეზიდენტმა კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეებს მიმართა
12:51 11.07.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მე-9 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი  და მისი ევროპელი მეზობლები” ფორუმის მონაწილეებს მიმართა.

პრეზიდენტმა ყურადღება ქვეყნის ევროპულ არჩევანსა და ევროპულ ფასეულობებზე გაამახვილა, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხო და ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი ბათუმში მე-9 საერთაშორისო კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები” გახსნა.

კონფერენციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი, გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, არასამთავრობო სექტორისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ბეჭდვა