პარტია „ახალი მემარჯვენეების“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა უკვე ცნობილია.
ისინი დღეს პარტიის ლიდერმა დავით გამყრელიძემ ქუთაისში დაასახელა.
„ახალი მემარჯვენეებიდან“ ქუთაისში კენჭს მამუკა მღვდელაძე იყრის, სამტრედიიდან - ლევან ბუაძე, ზესტაფონიდან- კახა შავგულიძე.
ამასთან, „მემარჯვენეებმა“ თერჯოლაში მაჟორიტარად ამირან სოფრომაძე დაასახელეს, წყალტუბოში - გოგა ასათიანი, ხოლო ხონში - ილია ყუფარაძე.
