ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს რაიონიდან იყრის
ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს რაიონიდან იყრის
12:29 11.07.2012
პარტია „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს.
ამის შესახებ გადაწყვეტილება „ქართული დასის“ პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო. ამასთანავე, საბჭომ გადაწვიტა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქარული დასი“ მონაწილეობას მიიღებს და საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდება ახალი აბრევიატურით - „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“.
როგორც „ქართულ დასში“ აცხადებენ, პარტიას უკვე ჩამოყალიბებული აქვს პოზიცია აჭარაში, სამეგრელოში და იმერეთის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა, მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.
გარდა ამისა, ივლისის ბოლოსთვის ცნობილი გახდება „ქართული დასის“ მაჟორიტარი კანდიდატები სამცხე- ჯავახეთში, შიდა ქართლსა და კახეთში.
„ველოდებით შეთანხმებას მოკავშირე ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან, რათა ერთიანი ოპოზიციური მაჟორიტარების წარდგენა მოხდეს“ - აღნიშნულია პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაში.
„ქართული დასის“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც პარტიის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ბეჭდვა