მიხეილ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
 მიხეილ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელს შეხვდა
10:48 27.02.2018
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხელ ჩხენკელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის რეგიონალურ წარმომადგენელს იოანეს ვან დერ კლაუფს შეხვდა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით არსებულ და მომავალ თანამშრომლობას.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა თანამშრომლობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, ლტოლვილთა განათლების საკითხებზე მასწავლებელთა სატრენინგო მოდულების განვითარების კუთხით.

ბეჭდვა