ბიძინა ივანიშვილი - ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე
ბიძინა ივანიშვილი - ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე
10:17 11.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროკომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის  საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა.
შეხვედრას, რომელიც ბათუმში გაიმართა, კოალიციიდან მაია ფანჯიკიძე და დავით უსუფაშვილიც ესწრებოდნენ, ევროკავშირის მხრიდან კი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი და ევროკომისრის კაბინეტის წევრი ალიონა ობრუსნიკოვა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს შეეხო.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. მთავარი იყო ის, რომ ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოვაჩინე. ის კარგად აცნობიერებს ჩვენი ხელისუფლების რეალურ სახეს და ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისადმი პრინციპული პოზიცია დაიკავოს. აინტერესებდა ვინ ვიყავი მე და ვფიქრობ, გაიგო კიდეც“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა.
ევროკომისარი ფულე კოალიციის საარჩევნო პროგრამით და სამომავლო გეგემებით დაინტერესდა. ბიძინა ივანიშვილმა მას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის, მისი პრიორიტეტებისა და პოლიტიკური გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ბეჭდვა