საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით,
მის უწყებასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის მუდმივი კომუნიკაცია ხდება სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ დავითაშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც მას შესაბამის კომიტეტში მოუსმინეს.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვაქვს ფაქტობრივად, ყოველდღიური კომუნიკაცია, როგორც ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე სხვა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენი თემები ხშირ შემთხვევაში იკვეთება. კომისიის წევრმა, ზურაბ ალავიძემ კომისიის დატოვება ითხოვა, რაზეც ჩემი გადაწყვეტილება იყო თანხმობის შესახებ და აქ არანაირ არაკოლეგიარულ მიდგომას არ ქონდა ადგილი“- განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ზურაბ ალავიძემ პარლამენტში სხდომა დატოვა, რის შემდეგაც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ უნახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა.
