დავით ბაქრაძე ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა
დავით ბაქრაძე ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა
10:08 11.07.2012
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეუთო საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდში 350 მოკლევადიან და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს მოავლენს.

შეხვედრაზე დამატებით სადამკვირვებლო მისიების საკითხებიც განიხილეს. როგორც ლამბერტო ზანიერიმ აღნიშნა, დამკვირვებლების გამოგზავნის მიზნით, იგი თხოვნით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელს იანეზ ლენარჩიჩს უშუალოდ მიმართავს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს გენერალური მდივნის ინიციატივაზე კმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან რაც უფრო ფართოდ იქნებიან სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი, საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულობის და გამჭვირვალეობის ხარისხი მით უფრო მაღალი იქნება.

ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპირებულ ზონებში არსებული ვითარებაც გააცნო.

ბეჭდვა