ბიძინა ივანიშვილი - ვილფრედ მარტესი სააკაშვილის ტყუილების ტყვეობაშია
ბიძინა ივანიშვილი - ვილფრედ მარტესი სააკაშვილის ტყუილების ტყვეობაშია
10:06 11.07.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი საქართველოს  პრეზიდენტის ტყუილების ტყვეობაშია.
როგორც ივანიშვილმა ევროკომისართან გაფართოებისა და უსაფრთხოების საკითხებში შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კოალიცია იმუშავებს იმაზე, რომ საქართველოში არსებული რეალური სურათი ვილფრედ მარტესსაც გააცნოს.
„იგი სააკაშვილის სიტყვებით საუბრობს, კომუნისტებს და წარსულის დაბრუნებას ახსენებს ძალიან ხშირად. მე არ მინდა ვუპასუხო მას, რადგან საკაშვილი არის ძალიან მაგარი პროფესიონალი მატყუარა და მარტესიც მხოლოდ მისი სიცრუის ტყეობაშია“- განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „სახალხო პარტია“, რომლის წევრიც „ნაციონალური მოძრაობაა“, სწორედ კომუნისტების დახმარებით ცდილობდა დაებლოკა და ევროპარლამენტში განსახილველად არ გაეტანა საქართველოს საკითხი.
„კომუნისტებს დღეს სალანძღავ სიტყვად იყენებენ სააკაშვილი და მარტესიც, არადა, სწორედ კომუნისტები ეხმარებოდნენ მათ, რომ საქართველოს საკითხი არ დამდგარიყო ევროპარლამენტში. ახლა სააკაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტში ყველა მის სასარგებლოდ საუბრობდა. ამისთვის, მე მოგიწოდებით, ნახოთ ფაქტები, ვინ როგორ გამოვიდა და ვინ რა თქვა. იქ პრაქტიკულად არაფერი იყო სააკაშვილის სასარგებლოდ და ყველაფერი რეალობას ასახავდა“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს საკითხს სირიასა და ეგვიპტესთან ერთად განიხილავდნენ.

ბეჭდვა