კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ
კახა კალაძე „ნაცმოძრაობაზე“: დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ
12:20 26.02.2018
თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც მერმა კახა კალაძემ განმარტა, ისინი მარგინალურ ძალას წარმოადგენენ, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

,,მინდა ზუსტად რომ გავყოთ- ერთი არის მარგინალები, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და მეორე არის ,,ევროპული საქართველო“. ჩვენ ,,ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, იმიტომ რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებთ.

ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, საკრებულოში გაკეთდა განცხადება, ამაზე ვისაუბრე მე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და არ გაერკვევიან საერთოდ რა უნდათ“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია საკრებულოში ოპოზიციასთან და ბიბლიოთეკარებთან შესახვედრად არ მივიდა.



ბეჭდვა