საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლში ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერის შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილმა და ლამბერტო ზანიერიმ ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყანაში მოახლოებული არჩევნები და სადამკვირვებლო მისიების მუშაობის აუცილებლობა იყო.
ზანიერი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნო.
