გერმანელი პოლიტოლოგის ალექსანდრე რარის განცხადებით, ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი
იმისთვის შემოიღო, რომ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები დასავლეთში წასულიყვნენ, დაეთვალიერებინათ, საკუთარი თვალით ენახათ იქაური ცხოვრების წესი და დადგენილი ვადების გასვლის შემდეგ შემდეგ ისევ უკან დაბრუნებულიყვნენ.
გერმანელი პოლიტოლოგის განცხადებას აზერბაიჯანული გამოცემა "kaspiy.az" ციტირებს.
"დღეს კი ევროკავშირი ხედავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს უვიზო რეჟიმს იმისათვის, რომ ევროპაში არალეგალურად დარჩეს. რაც უფრო დრო გავა, სავარაუდოდ, ამ საკითხისადმი დამოკიდებულება უფრო გამკაცრდება, რიტორიკა გამწვავდება“-განაგრძობს ალექსანდრე რარი.
პოლიტოლოგის შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების მიმართ უახლოეს ხანში ნაწილობრივი რეპრესიული ზომები ამოქმედდეს: „ჯერ-ჯერობით ევროკავშირი მხოლოდ გაფრთხილებას იძლევა და თუ თბილისისა და კიევის მხრიდან რეაგირება არ მოხდება, მაშინ ევროკავშირს შეუძლია რეალური ნაბიჯი გადადგას და უვიზო რეჟიმის ნებართვა უკან წაიღოს“.
გავრცელებული ცნობების თანახმად, 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებში წასული უკრაინელების 30% უკან აღარ დაბრუნებულა. გარდა ამისა, უკრაინელები გერმანიაში ლიდერები აღმოჩნდნენ მათ შორისაც, ვინც თავშესაფრის მიღება მოითხოვა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების მაძიებელთა რაოდენობა 2017 წელს 35%-ით გაიზარდა, რაც შენგენის ზონის ზოგიერთი ქვეყნის შეშფოთების საფუძველი გახდა.
P.S. მასალის ვრცელი ვერსიის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე WWW.NSP.GE
