ბათუმში დღეს მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ იხსნება
ბათუმში დღეს მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ იხსნება
09:02 11.07.2012
ბათუმში მე-9-ე საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ მუშაობას დღეს დაიწყებს.

კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.

ასევე, სიტყვით გამოვლენ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ ფილატი, ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე და ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი.

დღის მეორე ნახევარში გაიხსნება სხვადასხვა თემატური სესიები, რომლის ფარგლებში დისკუსია გაიმართება დემოკრატიული რეფორმებისა და კანონის უზენაესობის, გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, ასევე ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების საკითხებზე.

სიტყვით გამომსვლელებს შორის არიან არიან პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, ასევე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

12 ივლისს კონფერენციის მონაწილეები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან.

ბეჭდვა