საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, დღეს, 25
თებერვალს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში კობახიძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ჰანი ალ მულქის შეხვდება.
დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ატეფ ტარავნესთან და სენატის პრეზიდენტ ფაიზალ ალ ფაიეზთან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მუსტაფა იაღისთან და ჯგუფის წევრებთან გამართავს.
ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტს 1-ელ მარტს დასრულდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: ზაქარია ქუცნაშვილი, მამუკა მდინარაძე, შალვა კიკნაველიძე, ირაკლი მეზურნიშვილი, მამუკა ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.
