ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი: ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი: ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია
13:24 23.02.2018
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარის პიტერ ბრუკსის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე
მხარდამჭერია, თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი.

ამის შესახებ მან ვაშინგტონში ჰერითიჯის ფონდში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა.

,,დღეს რუსეთი განაგრძობს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. საქართველო ისევ გამორჩეულად ეხმარება ნატო-ს, იმის მიუხედავად, რომ მისი წევრი ვერ გახდა. ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, რომ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ვიცე-პრეზიდენტი პენსი აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა და კონგრესმა კი თანხმობა მისცეს დეკემბერში ანტი სატანკო შეიარაღების - ჯაველინების მიყიდვას. თუმცა ისევ არის შეკითხვები, რომლებზეც პასუხებია გასაცემი. მათ შორის, რა გზებს წარმოადგენს ადმინისტრაცია საქართველოს მხარდასაჭერად და შეუწყობს თუ არა ის ხელს, გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი" - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მკვლევარმა პიტერ ბრუკსიმ.

ბეჭდვა