სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ბერლინში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი ბერლინში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ
12:05 23.02.2018
სოფო კილაძემ და ანრი ოხანაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყეს. საქართველოს პარლამენტის წევრები ფრიდრიხ ებერტის ფონდის შუა და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ხელმძღვანელს, სონია შირმბეკსა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, მიხაელ ზიბერტს შეხვდნენ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც არსებობს ერთი მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და მეორე მხრივ, ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის.

პარლამენტის პრესსამახურის ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა იმ პროექტების მნიშვნელობა, რომლებიც ადამიანის უფლებების კომიტეტში სწორედ აღნიშნული ფონდის წარმომადგენლობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლებიც სწორედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მხარებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს შრომის კანონმდებლობის დახვეწაზე და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში განიხილება.

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა. ასევე, საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციას და იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელსაც აპირებს გადადგას ქართული სახელმწიფო თავშესაფრის მაძიებლებისა და კრიმინალების რაოდენობის შემცირების კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე.

პარლამენტის წევრების ვიზიტი ხორციელდება გერმანიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლების, ლევან დიასამიძისა და ქეთევან გვენეტაძის აქტიური მხარდაჭერით.



ბეჭდვა