საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა „Erasmus Mundus External Cooperation Window“, რომელიც ევროკავშირის წევრებსა და
მის პარტნიორებს შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზეა ორიენტირებული, საქართველოს სტუდენტებსაც შეეხება.
აღნიშნული გადაწყვეტილება, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს ბათუმში ევროპის სახალხო პარტიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გადაწყდა.
„ეს პროგრამა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტუდენტებს საშუალებას აძლევს განათლება ევროკაშირის ფარგლებში მიიღონ და თუ ასეთივე შესაძლებლობა ექნება ქართველ სტუდენტებს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სხვა ქვეყნების სტუდენტებსაც, მათ ბევრად მაღალი დონის განათლების მიიღების შესაძლებლობა ექნება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბათუმში ევროპული კოლეჯი გაიხსნება, რომელიც რეგიონალური მნიშვნელობის იქნება და ევროპულ დიპლომს გასცემს.
