„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციამ ფილიპ დიმიტროვს უმასპინძლა
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციამ ფილიპ დიმიტროვს უმასპინძლა
17:21 10.07.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციამ ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს უმასპინძლა.
როგორც „ნისუპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ აცნობეს, დიმიტროვი მოძრაობის წევრებს მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრა და პარტიის მუშაობის პრინციპებს გაეცნო.
ევრიკავშირის ელჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ არჩევნები გამოცდაა, რომელიც ქვეყანამ უნდა ჩააბაროს და იგი დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ ცნობით, დიმიტროვმა ქუთაისში „ქრისტიან-დემოკრატების“ მუშაობა და საარჩევნო მზადება დადებითად შეაფასა.
ქდმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით დვალის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობა არჩევნებში სტაბილურობისა და პროცესის სამართლიანად ჩატარების გარანტი იქნება.

ბეჭდვა