საქართველოს დღეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს დღეს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
09:33 20.02.2018
მიმდინარე წლის 20-21 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.

შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის.


ბეჭდვა