იენს სტოლტენბერგი: 29 სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად ალიანსის წევრობისთვის
იენს სტოლტენბერგი: 29 სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად ალიანსის წევრობისთვის
17:29 16.02.2018
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატო-ს მაღალი რანგის პარტნიორია და საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

“ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს ნატო-ს წევრობის გზაზე მიღწეულ პროგრესს. საბოლოოდ კი ალიანსის 29 წევრი სახელმწიფო გადაწყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, რომ შემოუერთდეს ალიანსს”,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ბეჭდვა