სოფიო ქაცარავა ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
სოფიო ქაცარავა ბულგარეთის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
15:48 16.02.2018

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა დღეს

სოფიაშიერთიანი საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებსაპარლამენტთაშორისო კონფერენციის ფარგლებშიბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთავმჯდომარესჯემა გროზდანოვას შეხვდა,რომელთანაც განიხილა ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნისპრიორიტეტები, დღის წესრიგი და საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი მისწრაფებები.

ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიმდინარე წლის მაისში თბილისს ეწვევა, როცა გაფორმდება მრავალიმიმართულების მომცველი საკომიტეტო ურთიერთობის მემორანდუმი.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საერთო ინტერესებზე, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და საპარლამენტო როლზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ასევე ევროპულ საქმეთა და ევროპული ფონდების საზედამხედველოკომიტეტის თავმჯდომარესთანკრისტიან ვიგენინთან, რომელთანაც განიხილა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გატარებული რეფორმები დაასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის საკითხები და გამოწვევები.

განვიხილეთ ბულგარეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის კავშირები, რაც უფრო მეტად გააქტიურდება მომავალში პოლიტიკური დაეკონომიკური მიმართულებით, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ბეჭდვა