მალაიზიაში საქართველოს ელჩი მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანსა და კორპორატიულ დირექტორთა ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა
 მალაიზიაში საქართველოს ელჩი მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანსა და კორპორატიულ დირექტორთა ალიანსის პრეზიდენტს შეხვდა
13:08 16.02.2018
მალაიზიაში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ მალაიზიის ეროვნული სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალურ მდივანთან,დათუკ სრი საიდ ჰუსეინ ალ ჰაბშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მალაიზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარების პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდა მალაიზიის ასოცირებული ინდური სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი, დათუკ რაჯასეკჰარან რამასამი.


საქართველოს ელჩმა ასევე გამართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მალაიზიის კორპორატიულ დირექტორთა ალიანსის (Malaysian Alliance of Corporate Directors – MACD) პრეზიდენტთან, პოლ ჩანთან.


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მალაიზიის ბიზნეს წრეებს შორის კავშირების განვითარების პერსპექტივები.




ბეჭდვა