არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ
18:00 15.02.2018
ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან ჯოზეფ მარია კასტელა ანდრეუსთან და ზია კაგა ტანიართან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა განიხილეს და იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიმდინარე წლის მარტში უყრის კენჭს.
შეხვედრას, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს შეეხო.

„ჩვენი პოზიციები გავუზიარეთ ვენეციის კომისიას და იმედი გვაქვს, რომ ის თავის დასკვნაში ყველა ამ საკითხს ასახავს“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა სოფიო ჭარელმა.





ბეჭდვა