სოფო კილაძე: ახალი ინციატივა მცირე მეწარმეებისათვის გააუმჯობესებს სოციალურ გარემო
სოფო კილაძე: ახალი ინციატივა მცირე მეწარმეებისათვის გააუმჯობესებს სოციალურ გარემო
14:00 15.02.2018
პარლამენტის წევრის სოფო კილაძის განცხადებით, პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის ინიციატივა მცირე მეწარმეებისათვის საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით სოციალური და ეკონომიკური უფლებების სტანდარტს ჩვენს საზოგადოებაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.


"ეს არის უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი, რომელსაც მოჰყვება უამრავი წელში გამართული მეწარმე და ახალი სამეწარმეო ინიციატივები, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, სოციალურად შეჭირვებულ, შრომისუნარიან ადამიანებს გაუჩნდებათ დასაქმების, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი და შესაბამისად, შემოსავლის ახალი წყარო, რაც მათი და მათი ოჯახების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სახელმწიფოს მიეცემა შესაძლებლობა მეტი რესურსი მიმართოს და უფრო მეტად იზრუნოს სწორედ იმ ადამიანებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა.


ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა იქნება დიდი ნაბიჯი, გადადგმული იმ მიზნის მიღწევისკენ, რომელიც დავისახეთ ჩვენ სოციალური სახელმწიფოს პრინციპის საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებისას", - აღნიშნა კილაძემ.



ბეჭდვა