საქართველოს „კავკასია 2012“ -ის საკითხის განხილვა ეუთო-ს სპეციალური ფორუმის ფარგლებში შეუძლია
საქართველოს „კავკასია 2012“ -ის საკითხის განხილვა ეუთო-ს სპეციალური ფორუმის ფარგლებში შეუძლია
14:19 10.07.2012
საქართველოს შეუძლია რუსეთის მიერ შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნების „კავკასია 1012“ -ის საკითხი ეუთო-ს სპეციალური ფორუმის ფარგლებში განიხილოს.
ამის შესახებ დღეს ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გირგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„თუ ეს საკითხი მსგავსი შეშფოთების საგანია, საქართველოს შეუძლია ის ეუთო-ში უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში წამოჭრას და განიხილოს“ - განაცხადა ძანიერიმ.
მისი თქმით, აღნიშნული ფორუმი სწორედ მსგავსი საკითხების განხილვის ინსტრუმენტია.
საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო სწავლებასთან დაკავავშირებით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში და მთლიანად რეგიონში სიტუაციის დაძაბვისთვის იქნება გამოყენებული.

ბეჭდვა