საქართველო ქვეყანაში ეუთო-ს მისიის დასაბრუნებლად მუშაობას აგრძელებს - ამის შესახებ დღეს ქართული საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვალმა გრიგოლ ვაშაძემ, ეუთოს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ძანიერისთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ ბევრი იბრძოლა მისიის შესანარჩუნებლად, თუმცა, რუსეთის ვეტოს გამო ეს არ მოხერხდა.
„რუსეთი არ თანხმდება ეუთო-ს მისიის მანდატის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებას, საქართველოს ხელისუფლება კი, არასოდეს დათანხმდება პირდაპირი ან ირიბი გზით, ოკუპაციის კანონიერების ცნობას“ - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც ძანიერიმ აღნიშნა, მისიის აღსადგენად, საჭიროა კონსესუსის მიღწევა ორგანიზაციის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის.
ეუთოს მისიამ საქართველოში მოქმედება რუსეთის ვეტოს გამო, 2009 წლიდან შეწყვიტა.
