ეუთო-ს გენერალური მდივანი ხელისუფლებას და ოპოზიციას წინასაარჩევნოდ დიალოგისაკენ მოუწოდებს
ეუთო-ს გენერალური მდივანი ხელისუფლებას და ოპოზიციას წინასაარჩევნოდ დიალოგისაკენ მოუწოდებს
13:37 10.07.2012
ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ძანიერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინასაარჩევნოდ დიალოგი უნდა გაიმართოს,  რათა წინასაარჩევნო პერიოდში თამაშის თანაბარი წესები ჩამოყალიბდეს.
როგორც ძანიერიმ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღესვე, ის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც არსებული არათანაბარი პირობების, შერჩევით მართლმსაჯულების და ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერთა მიმართ დისპროპორციული დამოკიდებულების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
როგორც ეუთოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ის აუცილებლად აპირებს ამ საკითხების განხილვას.
„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შედგეს, რათა საარჩევნო პერიოდში თამაშის თანაბარი წესები ჩამოყალიბდეს“ - განაცხადა მან.
ძანიერიმ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო პროცესი საქართველოში გამჭვირვალე იქნება და არჩევნების შედეგები მოსახლეობის ნებას ასახავს.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ეუთო საქართველოში 28 გრძელვადიან და 350 მოკლევადიან დამკვირვებელს მოავლენს.

ბეჭდვა