თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაში „საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა
თამარ ჩუგოშვილმა კონფერენციაში „საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში“ მიიღო მონაწილეობა
09:48 14.02.2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით კონფერენცია თემაზე - "საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება საქართველოში" ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა მიმართა.

„ჩვენთვის საყურადღებოა ის რეკომენდაციები, რომლებიც პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს აქვთ. მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილის იმპლემენტაციაზე პარლამენტი უკვე მუშაობს.

რამდენიმე თვეში ძალაში შევა კონსტიტუციის ცვლილებები, რომელსაც ქვეყანა გადაჰყავს სრულად საპარლამენტო სისტემაზე, შესაბამისად, პარლამენტის საქმიანობაც უნდა გადავიდეს განვითარების შემდეგ ეტაპზე.

საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, მუშაობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარებაზე. მომავალ თვეში დავიწყებთ ამ ცვლილებების საჯარო განხილვებს, გავმართავთ ღია შეხვედრებს და კონსულტაციებს. ვფიქრობთ, რომ ეს დოკუმენტი უპასუხებს დღეს გამოთქმული რეკომენდაციების დიდ ნაწილს და ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კონფერენციის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო თემატურ პანელში: საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

ბეჭდვა