საარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ქუთაისში დღეს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი შეხვდა.
როგორც კოალიციის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, დახურულ შეხვედრაზე ელჩი დაინტერესედა, რამდენად დემოკრატიულია საარჩევნო გარემო და რა პირობებში უწევთ წინაასაარჩევნო კამპანიის წარმართვა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
,,დღეს შევხვდი ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არჩევნები ძალიან საინტერესო და დემოკრატიული იქნება, ასევე, ეს იქნება დასასრული იმ გამოცდისა, რომელიც ქვეყანას აქვს ჩასაბარებელი“ – აღნიშნა დიმიტროვმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გია ქობალიანის განმარტებით, კოალიცია შეეცადა ელჩი დაერწმუნებიათ, რომ სამართლიანი, თანასწორი არჩევნების პირობებში წარმატების შესაძლებლობა აქვთ.
,,ქართული ოცნების“ წევრების თქმით, ფილიპ დიმიტროვი მათ დაპირდა, რომ მხარს დაუჭერს დემოკრატიულ არჩევნებს.
