მიხელ სააკაშვილი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
მიხელ სააკაშვილი ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
13:04 10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 11-12 ივლისს, ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კონფერენცია წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.
მისივე თქმით, კონფერენციას ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები დაესწრებიან, მათ შორის არიან გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი.
„კონფერენციის სამუშაო თემების სპექტრი საკმაოდ ვრცელია“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
პრესსპიკერმა ბათუმში დაგეგმილ სამიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლობა დაესწრება.
მისი თქმით, სამიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება და რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერება ხელი.

ბეჭდვა