თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს პარლამენტის დეპუტატებს 2018 წლის ანგარიშს გააცნობს.
იზორია უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად ნატოს სტანდარტების შესაბამისად სახელფასო ხარჯების 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე.
,,გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად, თავდაცვისუნარიანობის შეიარაღების გასაძლიერებლად ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი.
მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე კერძოდ, იცით,რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, რასაც ვაკმაყოფილებთ, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა, ისტორიული მოვლენაა, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ჯაველინების სისტემაზეა საუბარი, ვასრულებთ, საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე“-განაცხადა იზორიამ.
