ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე დღეს, ბათუმში შეხვედრებს გამართავს.
შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ 16:45 საათზე დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა-ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ ფარგლებში ევროკომისარი დაინტერესებულია გაეცნოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნლების ხედვებსა და შეფასებებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის წინასაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში და იმ საკითხებზე, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით აქტუალურია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და საერთაშორისო არაკომერციული იურიდიული პირების ყველაზე დიდი გაერთიანებაა, რომელშიც 111 სრულუფლებიანი და 2 ასოცირებული წევრი შედის.
