შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად სულხან სიბაშვილი ინიშნება
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულად სულხან სიბაშვილი ინიშნება
12:18 10.07.2012
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დღეს შიდა ქართლში, გუბერნატორის თანამდებობაზე, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს სულხან სიბაშვილს წარადგენს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, სად გააგრძელებს შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული გიორგი ტატიშვილი საქმიანობას, ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მანჯგალაძის თქმით, რამდენიმე დღის წინ სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულად ივანე წიკლაური დაინიშნა. აღნიშნული რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ლაშა ჭკადუა კი, მუშაობას დასაქმების მინისტრის პაატა ტრაპაიძის მოადგილის თანამდებობაზე განაგრძობს.

ბეჭდვა