ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტს შეხვდა
13:24 09.02.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტ კარლ გერშმანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში მიღწეული წარმატებები. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

კარლ გერშმანმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

ბეჭდვა