ხორვატიაში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
ხორვატიაში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
10:41 10.07.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში - „ხორვატიის სამიტი 2012 - სახელმწიფოს მშენებლობა და ევროკავშირის გამოცდილება“ მიიღო მონაწილეობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაში ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამიტის მონაწილეებმა პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, განიხილეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოში სტაბილური, მდგრადი და უსაფრთხო ქვეყნების მშენებლობის შესაძლებლობებსა და გზები. სამიტზე თორნიკე გორდაძე სიტყვით გამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში, გორდაძე ხორვატ კოლეგას, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოშკო კლიშოვიჩს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ბეჭდვა