ნოტარიუსებს ამხანაგობის ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შესაძლებლობა ეძლევათ.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება "ნოტარიატის შესახებ" კანონში შედის.
კანონპროექტით შესაძლებელი ხდება ნოტარიუსებმა სხვა ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან, კერძო აღმასრულებლებთან და ან აუდიტორებთან ერთად შექმნან ამხანაგობა ან სამეწარმეო იურიდიული პირი, გარდა სააქციო საზოგადოებისა.
პროექტში ნათქვამია, რომ ასეთი ტიპის კომპანიის შექმნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის პარტნიორები კომპანიის წესდების პროექტს და ბიზნეს გეგმას წარადგენენ იუსტიციის სამინისტროში და შესაბამის თანხმობას მიიღებენ.
