ირაკლი კობახიძე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა
22:07 07.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს.
ირაკლი კობახიძე დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, კენ ვოლაკს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის, საკონსტიტუციო და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა პარტიული სისტემის განვითარების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ბეჭდვა