ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიე საქართველოშია
ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიე საქართველოშია
10:31 10.07.2012
სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიე (Lamberto Zannier) ეწვია.
გენერალური მდივანი ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა დახურულია.
ზანიე თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა და ორი დღის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლამბერტო ზანიე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება.
შეხვედრებზე განიხილება თანამშრომლობის საკითხები პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხები.
ლამბერტო ზანიე ხვალ საქართველოდან სომხეთში გაემგზავრება.

ბეჭდვა